სკოლა “იბერიაში” ბოლო ზარი ღონისძიებით აღნიშნეს
ბოლო ზარი ყველასთვის მნიშვნელოვანი, მხიარული და, ამავდროულად, სევდიანი დღეა. ბავშვები სკოლას ამთავრებენ, მიდიან და ტოვებენ ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს, მასწავლებლები კი უშვებენ მათ ”შვილებს”, ადამიანებს, რომლებიც მათ ხელში გაიზარდნენ, მათ აღზარდეს და მისცეს ყველაფერი ბედნიერი მომავლისთვის.
წელსაც ბევრი სხვადასხვა ემოცია მოიტანა ამ დღემ სკოლა “იბერიაში”, სადაც ბოლო ზარი მოსწავლეებმა ღონისძიებით აღნიშნეს.
“ბევრი სხვადასხვა ემოცია მოიტანა ამ დღემ – სიცილი, მხიარულება, ნოსტალგია, ცოტათი სევდაც, მაგრამ ყველაფერს თან უდიდესი სიყვარული სდევდა. გაიხსენეს ბავშვობა და ბევრი სახალისო ვიდეო გვაჩვენეს. თქვეს და აღიარეს ისეთი რაღაცები, რაც მხოლოდ ამ დღეს შეიძლება ითქვას.
გილოცაავთ ბავშვებო მთელი სკოლის სახელით! ბევრი წარმატება და ბედნიერება თქვენ!გვიყვარხართ და სულ გვემახსოვრებით”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
დირექტორმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, ჯერ ისევ მოსწავლეებმა და უკვე დიდი ხნის სკოლადამთავრებულებმა მიულოცეს ბავშვებს სკოლის დამთავრება.