21 იანვარი, 2016 12:32
სკოლა-კომპლექს ,,სადუნში’’ გერმანული პოეზიის საღამო “SEI EWIG GLÜCKLICH” ჩატარდა
სკოლა-კომპლექს ,,სადუნში’’ გერმანული ენის პედაგოგისა და ესთეტიკის კათედრის ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩატარდა გერმანელი მწერლების: გოეთეს, შილერის და ჰაინეს შემოქმედებითი საღამო.
მოწვეულები იყვნენ სტუმრები გერმანიის საელჩოდან, გოეთეს ინსტიტუტიდან, DAAD ორგანიზაციიდან, გერმანისტი პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ევროპული ინსტიტუტის პროფესორი გერმანიიდან და სხვა უამრავი სტუმარი.