GE
15 ივნისი, 2016 15:34

სკოლა-კომპლექს ,,სადუნში” იმიტირებული საცდელი წვრთნა ჩატარდა

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგმა სკოლის ფსიქოლოგის ინიციატივით დამრიგებელ-კოორდინატორებთან და ექთანთან ერთად ,,სადუნში“ მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს.

წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან 400-მდე ბავშვის და მათი მასწავლებლების ევაკუაცია მოახდინეს. აღნიშნული სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს სკოლა-კომპლექსის აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

სკოლა სადუნი