GE
26 აპრილი, 2018 10:23

სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წლისთვის – რას გთავაზობთ სკოლა

სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2018-2019 სასწავლო წელს I-XII კლასებში. სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით, დილის 9 სთ-დან 18 სთ-მდე.

2018-2019 სასწავლო წელს სკოლა ხვდება გაფართოებული, შეცვლილი ინფრასტრუქტურით. ახალმა ხელმძღვანელობამ, განახლებული შემადგენლობით, მომავალზე ორიენტირებული საინტერესო წინადადებებით, რეორგანიზებული სტრუქტურით, ადმინისტრირების საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებული ხედვით დაიწყო თავისი საქმიანობა.

სკოლის მიზანია მიაღწიოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის სრულყოფილ ათვისებას. ეროვნული სასწავლო გეგმის შემოქმედებით რეალიზაციას. იღვაწოს ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც შერწყმული იქნება მაღალი ზნეობრიობა, განათლებისადმი ლტოლვა, თვითგანვითარებისა და თვითშეფასების უნარი. იზრუნოს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. შექმნას უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო პირობები. იზრუნოს პედაგოგთა მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.

სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და პრაქტიკული მეცადინეობების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებას. ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან დამატებითი საათობრივი დატვირთვით, რუსული ენა მეორე კლასიდან. ახალი სასწავლო წლიდან იტალიის საელჩოსთან ერთობლივი თანამშრომლობით ისწავლება იტალიური ენა. მშობელთა სურვილების გათვალისწინებით შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა უცხო ენებიც.

სკოლაში ფუნქციონირებს ჭადრაკისა და ცეკვის წრეები.

სკოლაში თანამშრომლობენ თავისი საქმის პროფესიონალი პედაგოგები და აღმზრდელები. 23 პედაგოგიდან 3 დოქტორია, 9 უფროსი და 14 პრაქტიკოსი მასწავლებელი.

რატომ ეს სკოლა? – იმიტომ, რომ გვაქვს საუკეთესო სასწავლო სააღმზრდელო გარემო, სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში, შემეცნებით ღონისძიებებში. სკოლაში ფუნქციონირებს „ლიტერატურული სალონი“, მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებს, წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში. სისტემატურად ტარდება ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, თეორიული კონფერენციები, აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობაში. ესაუბრებიან მოსწავლეებს, სხვადასხვა პროფესიების მიხედვიტ ატარებენ შემოქმედებით გაკვეთილებს, აწყობენ გამოფენებს და ა.შ.

მიმდინარე წლის თებერვლიდან საბაზო და საშუალო საფეხურის ექვს წარჩინებულ მოსწავლეს (I სემესტრის მონაცემებით) დაენიშნა სტიპენდია 50 ლარის ოდენობით.

არდადეგების პერიოდში განხორციელდება ტურები ვერტმფრენით გუდაურსა და თუშეთში.
იგეგმება მემორანდუმის გაფორმება საავიაციო და გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებთან.
სკოლას ემსახურება ექიმი და ფსიქოლოგი.

მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით.

მიმდინარე 2017-18 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ სკოლაში ფუნქციონორებას იწყებს „საზაფხულო სკოლა“ (18 ივნისიდან).

სპეციალური შემოთავაზებები: სკოლის შინაგანაწესით მშობელს, რომელსაც ორი ან ორზე მეტი მოსწავლე ჰყავს სკოლაში მიეცემათ 10% შეღავათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ფინანსური მენეჯერი – ნატო კეშელავა, ტელ.: 577 24 04 42
დირექტორი: მანანა ფურცელაძე
ტელ: 2724342; 577930080;
მის: კრწანისის ქ.#38
ელ.ფოსტა: krtsanisimarji@gmail.com
ვებ.გვერდი: www.krtsanisimarji.ge
facebook: სკოლა კრწანისი მარჯი

Aris.ge - განათლება განათლება