GE
27 მარტი, 2019 10:24

სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2019-20 სასწავლო წლისათვის

სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2019-20 სასწავლო წლისათვის, ასევე გთავაზობთ წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.
სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

სკოლის პრიორიტეტია შედეგზე ორიენტირებული სწავლების მაღალი ხარისხი. ყველა კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. კურსდამთავრებულთაგან 10 მოსწავლე მედალოსანია.
ქართულ ენასა და მათემატიკასთან ერთად სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური, რუსული, იტალიური ენები.

ფუნქციონირებს ჭადრაკისა და ცეკვის წრეები.

სკოლა განსაკუთრებულად ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე, მოსწავლეები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და ქალაქის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში, კონკურსებში.

სკოლის ინტელექტუალთა გუნდის „რა?სად?როდის?“ არსენალშია ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონის ჩემპიონობა, ხოლო 2018 წელს რესპუბლიკურ შეჯიბრში მე-3 ადგილი.
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
სკოლას ემსახურება ექიმი და ფსიქოლოგი.

მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კვებით.

სკოლაში შექმნილია ისეთი უსაფრთხო, დაცული, მშვიდი, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელიც უზრუნველყოფს შედეგიან სწავლას, აზროვნების განვითარებას და ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბებას.

სწავლებისა და აღზრდის ჰარმონიულობა ქმნის პირობას, რომ მოსწავლე ხალისით მოდიოდეს სკოლაში.

მის: ქ. თბილისი. კრწანისის ქ. #38
ტელ: 2724342, 595303059, 599710700, 599747633;

Aris.ge - განათლება განათლება