14 სექტემბერი, 2020 10:48
სკოლა „კრწანისი მარჯი“ მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
სკოლაში “კრწანისი მარჯი”, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სწავლა დაიწყება სამშაბათს, 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმით, 1-ლ ოქტომბრამდე. სკოლა მშობლებს მოუწოდებს უზრუნველყონ ბავშვების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
“გთხოვთ, უზრუნველყოთ მოსწავლეების ინტერნეტთან წვდომა, რათა პედაგოგებმა შეძლონ ბავშვებთან დაკავშირება. ყველა კლასისათვის შექმნილია ინდივიდუალური მესინჯერისა და ზუმის ჯგუფი. მშობლებთან შეხვედრები ჩატარდება სკოლაში (ღია სივრცეში), ხვალ, 14 სექტემბერს შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 11:00 სთ – I-IV კლასები, 12:00 სთ – V-VIII კლასები, 13:00 სთ – IX-XII კლასები. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებულ სასწავლო წელს და წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის”, – ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.
-
სკოლა „კრწანისი მარჯის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს by სკოლა კრწანისი მარჯი
-
სკოლა „კრწანისი მარჯი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! by სკოლა კრწანისი მარჯი
-
იმაზე მეტი, რასაც ველით სკოლისაგან – 25-წლიანი გამოცდილება და 25 პრიორიტეტი სკოლა „კრწანისი მარჯისაგან“ by სკოლა კრწანისი მარჯი