GE
16 ოქტომბერი, 2018 18:00

სკოლა „კრწანისი მარჯის“ ინტელექტუალებმა წარმატებით იასპარეზეს „რა? სად? როდის?“ ფინალურ თამაშში

2018 წლის 13 ოქტომბერს სკოლა „კრწანისი მარჯის“ ინტელექტუალებმა მონაწილეობა მიიღეს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კლუბის“ „რა? სად? როდის?“ ფინალურ თამაშში.

სკოლის გუნდს მიენიჭა “ინტელექტის დღე 2018”-ის III პრიორიტეტის ტიტული. გუნდის შემადგენლობაში არიან: სალომე კიკნაძე, ნიკა ბუჯიაშვილი, ნიკა ხომერიკი, გუჯა მეკოკიშვილი, საბა არუდაშვილი, ჯუბა შარაშიძე.

მათ გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის 600 ლარიანი ვაუჩერები და მაღაზია „ბიბლუსის“ წიგნების 900 ლარიანი ვაუჩერი.

სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას!

Aris.ge - განათლება განათლება