GE
5 დეკემბერი, 2018 16:15

სკოლა “კრწანისი მარჯის” მოსწავლე ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში იმყოფებოდა

სკოლა “კრწანისი მარჯის” XII კლასის მოსწავლე ნიკა ბუჯიაშვილი, რომელიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებულია, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე 10 საუკეთესო მოსწავლეთა შორისაა. იგი იმყოფებოდა შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN).

ცერნში რამდენიმედღიანი სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.

Aris.ge - განათლება განათლება