GE
18 მაისი, 2018 14:49

სკოლა “კრწანისი მარჯის” მოსწავლე ქალაქ ტარტუში ჩატარებულ კალათბურთის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას

სკოლა “კრწანისი მარჯის” მე-5 კლასის მოსწავლე სანდრო მეტრეველი საკალთბურთო გუნდის „იბერის“ წევრია. მიმდინარე წლის მაისში ესტონეთის ქალაქ ტარტუში ჩატარდა კალათბურთის ჩემპიონატი, მასში მონაწილეობა მიიღო 42 გუნდმა რუსეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, ფინეთიდან, საქართველოდან და ესტონეთიდან.

გუნდმა „იბერმა“ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე III ადგილი დაიკავა, კალათბურთელებს გადაეცათ თასი, მედლები და დიპლომები.

სკოლა ულოცავს სანდროს, მისი გუნდის წევრებს, მწვრთნელებსა და მშობლებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჩემპიონატზე გამარჯვებას.

“კიდევ უფრო მეტი წარმატებები გქონოდეთ მომავალში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აგეფრიალებინოთ ქართული დროშა. სპორტულ მიღწევებთან ერთად სანდრო მეტრეველი საუკეთესო მოსწავლეა, იგი შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს სწავლას და სპორტს. სანდრო მეტრეველი სკოლის სიამაყეა”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება