1 ოქტომბერი, 2019 16:35
სკოლა „კრწანისი მარჯის“ მოსწავლეები და თანამშრომლები საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს ეწვივნენ
27 სექტემბერი, საქართველოსათვის ორი უმნიშვნელოვანესი დღე, – სოხუმის დაცემის მძიმე მოსაგონარი და ჯვართამაღლება, ადამიანში შინაგანი ამაღლების სიმბოლო.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლა „კრწანისი მარჯის“ მოსწავლეები და თანამშრომლები საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს ეწვივნენ და ყვავილებით შეამკეს.
მოსწავლეთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კუჭუაშვილი, როგორც საკითხის განხილვისას მოდერატორი. იგი მოსწავლეებს ტრაგედიის შესახებ ესაუბრა. „მალე დავიბრუნოთ ერთმანეთი“, სურვილი, რომელიც კრწანისი მარჯის მოსწავლეებსა და მის ყველა თანამშრომელს აერთიანებს.
-
სკოლა „კრწანისი მარჯის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს by სკოლა კრწანისი მარჯი
-
სკოლა „კრწანისი მარჯი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! by სკოლა კრწანისი მარჯი
-
იმაზე მეტი, რასაც ველით სკოლისაგან – 25-წლიანი გამოცდილება და 25 პრიორიტეტი სკოლა „კრწანისი მარჯისაგან“ by სკოლა კრწანისი მარჯი



