1 სექტემბერი, 2018 18:30
სკოლა “კრწანისი მარჯის” მოსწავლეები უმაღლესებში დაფინანსებით ჩაირიცხნენ
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სკოლა “კრწანისი მარჯის” ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. აქედან ოქროს მედლის კანდიდატი ნიკა ხომერიკი 100 % დაფინანსებით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში. ვერცხლის მედლის კანდიდატი თინა დვალი ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70 % დაფინანსებით. ასევე დანარჩენი ყველა კურსდამთავრებული ჩაირიცხა სხვადასხვა სასწავლებელში 50% დაფინანსებით.
სკოლის დირექცია, დამფუძნებლები, პედაგოგიური კოლექტივი იზიარებს ახალგაზრდების სიხარულს, ულოცავს მათ და მათ მშობლებს, ესოდენ ძალიან, ძალიან დიდ წარმატებას.
-
სკოლა „კრწანისი მარჯის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს by სკოლა კრწანისი მარჯი
-
სკოლა „კრწანისი მარჯი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! by სკოლა კრწანისი მარჯი
-
იმაზე მეტი, რასაც ველით სკოლისაგან – 25-წლიანი გამოცდილება და 25 პრიორიტეტი სკოლა „კრწანისი მარჯისაგან“ by სკოლა კრწანისი მარჯი