GE
19 სექტემბერი, 2018 16:37

სკოლა “კრწანისი მარჯის” მოსწავლეს შვეიცარიაში ტრენინგები ჩაუტარდება

სკოლა “კრწანისი მარჯის” XII კლასის მოსწავლემ, ნიკა ბუჯიაშვილმა გასულ სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფიზიკის ტურში წარმატებული მონაწილეობისათვის დაიმსახურა ბაქსვუდის საზაფხულო სამეცნიერო სკოლაში დასვენება. ამ სკოლაში აკადემიური და არააკადემიური აქტივობების ფარგლებში იგი დასახელდა იმ ხუთ საუკეთესო მოსწავლეებს შორის, რომლებიც 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან შვეიცარიაში, CERN ლაბორატორიაში, სადაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ბირთვული ენერგიის კოსმოსური გამოსხივების, ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და სხვა საკითხებზე.

“მადლობა ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგს ქ-ნ მანანა ზედგინიძეს. ნიკას კი ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს, დასახული მიზნების განხორციელებას”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.

Aris.ge - განათლება განათლება