სკოლა „კრწანისი მარჯის“ VI კლასი კახეთს სტუმრობდა
სკოლა „კრწანისი მარჯის“ VI კლასი კახეთს სტუმრობდა. მონაწილეთა ფოტოებისა და მონაყოლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მოგზაურობამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა.
კლასის დამრიგებელი ქეთევან ოთხვანი: “დიდი ბჭობა კამათის შემდეგ მოსწავლეთა არჩევანი, თუ საქართველოს რომელ კუთხეს ესტუმრებოდნენ შემოდგომის მიწურულს, კახეთზე შეჩერდა”.
კლასთან ერთად შეირჩა მარშრუტი: შუამთის მონასტერი, ერეკლე მეფის სასახლე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში.
ექსკურსია საინტერესო და შედეგიანი გამოდგა.
“ამ ხმაურიანმა და ცელქმა გოგო-ბიჭებმა მოხიბლეს მასწავლებლებიც და მშობლებიც. ის კი არა და თელავში მუზეუმის თანამშრომელთა მადლობაც დაიმსახურეს, როგორც თავაზიანმა და განათლებულმა ბავშვებმა. უკან მომავალნი გზადაგზა ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ფოტოებს და გეგმას ადგენდნენ სამომავლოდ თუ რომელი მხარეს ესტუმრონ. ასე, რომ წინ ახალი შთაბეჭდილება გველოდება”, – აღნიშნა მასწავლებელმა.