31 მაისი, 2018 16:30
სკოლა “კრწანისი მარჯში” “ბოლო ზარი” დაირეკა – როგორ აღნიშნეს ეს დღე
2018 წელს სკოლა “კრწანისი მარჯი” 15 მოსწავლემ დაამთავრა, მათ წარმატებით დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები, მათგან ორი სკოლის სტიპენდიანტი ნიკა ხომერიკი (ოქრო) და თინა დვალი (ვერცხლი) მედლის კანდიდატია, სკოლის დამფუძნებელმა ბავშვებს ფულადი ჯილდოები გადასცა.
მათთვის ბოლო ზარი 25 მაისს დაირეკა, ეს დღე მთელმა სკოლამ იზეიმა.
“გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, ყოფილიყავით ჩვენი ქვეყნის წარმატებული და სასახელო პიროვნებები. დიდი სიყვარულით, სკოლის დამფუძნებლები, სკოლის დირექცია”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
სკოლა „კრწანისი მარჯის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს by სკოლა კრწანისი მარჯი
-
სკოლა „კრწანისი მარჯი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! by სკოლა კრწანისი მარჯი
-
იმაზე მეტი, რასაც ველით სკოლისაგან – 25-წლიანი გამოცდილება და 25 პრიორიტეტი სკოლა „კრწანისი მარჯისაგან“ by სკოლა კრწანისი მარჯი







