GE
4 თებერვალი, 2019 15:46

სკოლა “კრწანისი მარჯში” წიგნის მოყვარულთა კლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩატარდა

ამა წლის 30 იანვარს „English Book in Georgia”-ს მიერ სკოლა “კრწანისი მარჯში” ჩატარდა პრეზენტაცია წიგნის მოყვარულთა კლუბის „The King’s and Queen’s club”-ის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს:

1. ინგლისურ ენაზე მკითხველთა კლუბში მე-7-11 კლასელ მოსწავლეთა (20-25) დარეგისტრირებას და სასკოლო კლუბის ჩამოყალიბებას.

2. აკადემიური წლის მანძილზე კლუბის წევრების მიერ 7 ლიტერატურული ნაწარმოების შეძენასა და მათ განხილვას დისკუსიის ფორმატში, თვეში ერთხელ native სპიკერებთან ერთად.

კლუბის წევრებს უფლება ეძლევათ ინტელექტუალურ შეჯიბრებებსა და კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ ინგლისურ ენაზე საქართველოს ფარგლებში (რა? სად? როდის?, quiz shows და ა.შ.).

Aris.ge - განათლება განათლება