GE
24 ოქტომბერი, 2019 15:18

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-10 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ძველი თბილისის ქუჩებში ჩაუტარდათ

ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის შესწავლის პერიოდში სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-10 კლასის მოსწავლეებს (მასწავლებელი დარეჯან ცხომარია) ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ,,აბო თბილელი-თბილისის მფარველი წმინდანი”.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მეტეხის ტაძარი, წმინდა შუშანიკის საფლავი, წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი, უშუალოდ წმ. აბოს დაწვის ადგილას არსებული ძველ ნიშში დაცული წმ. აბოს მოზაიკური ხატი.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა ჰაგიოგრაფიული ტექსტის შინაარსის უკეთ გაგებას, მე-8 საუკუნის ქართლის ისტორიული და პოლიტიკური ვითარების გააზრებას, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბოს თავგანწირულ სიკვდილს იმდროინდელი ქართველობისთვის.

მათ ასევე დაათვალიერეს ძველი თბილისის ღირსშესანიშნავი და ისტორიული ადგილები–აბანოთუბანი, განახლებული ლეღვთახევი, ნაქალაქარი, შარდენის და ძვ.ბამბის ქუჩები, რეზო გაბრიაძის საათი-კოშკი.

გასვლით გაკვეთილს ესწრებოდნენ კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ფარეხელაშვილი და მშობლები.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა