GE
20 იანვარი, 2023 17:23

კერძო სკოლა „ცოდნამ“ მოსწავლეებისთვის საახალწლო კარნავალი გამართა

კერძო სკოლა „ცოდნამ“ (დირექტორი ნაზი ნადირაძე,) რომელიც მოსწავლეთა წინასაახალწლო
განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს ყოველ წელს, სკოლის ადმინისტრაციამ, თიკა ნოზაძის ხელმძღვანელობით, ულამაზესი ზეიმი მოუწყო თავის აღსაზრდელებს.

გაიმართა საახალწლო კარნავალი, სკოლა მოირთო საახალწლო დეკორაციებით, დაიდგა გიფაპარატი, დრონის კადრებმა კი ამ დღის უბედნიერესი, დასამახსოვრებელი წუთები აღბეჭდა.
მოსწავლეები განსაკუთრებით გაამხიარულა ზღაპრული პერსონაჟების სტუმრობამ.

სკოლის თვითმმართველობამ მოსწავლეებთან ერთად ეს დღე ულამაზესი, მრავალფეროვანი სასცენო ნომრებით გაუხალისა დამსწრე საზოგადოებას. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები სხვადასხვა ნომინაციებით, მესამეკლასელებმა მხიარული მიუზიკლი ,,საშობაო ზღაპარი“ წარმოადგინეს (მასწავლებლები – თინათინ კოპალიანი, სალომე ქევხიშვილი), სემესტრი დასრულდა საქველმოქმედო კვირეულით ,,სიკეთე გადამდებია“.

სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები (საბაზო საფეხურის პრეზიდენტი – ნუკი უჭუჭიშვილი და საშუალო საფეხურის პრეზიდენტი -ლევან ჩოჩნიძე) თიკა ნოზაძესთან ერთად ეწვივნენ და ახალი წელი მიულოცეს თემში მცხოვრებ ანა ტყემალაძეს.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში