კერძო სკოლა ,,ცოდნაში’’ მსახიობ ლეო ანთაძის 90 წლის იუბილე აღინიშნა
90 წელი-ეს მნიშვნელოვანი თარიღი მსახიობმა ლეო ანთაძემ კერძო სკოლა ,,ცოდნაში’’ ბავშვებთან შეხვედრით აღნიშნა.
ბატონი ლეო მოსწავლეთა წინაშე ,,ერთი მსახიობის თეტრის“ მცირე რეპერტუარით წარსდგა. წაიკითხა ქართველ პოეტთა ლექსები, ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, საინტერესო ავტობიოგრაფიული ეპიზოდები.
თავის მხრივ, სკოლაში არსებულმა ლიტერატურულმა კლუბმა (დარეჯან ცხომარია) წარმოადგინა კომპოზიცია ,,გილოცავ, საქართველო“.
უმცროსკლასელებმა თავი გამოიჩინეს სიმღერითა და ცეკვით (ხელმძღვანელები: თინათინ
კოპალიანი, ვლადიმერ დოგრაშვილი).
შპს ,,ცოდნას“ დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ და მოსწავლეებმა იუბილე და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, როგორც ღვაწლმოსილ მსახიობს, ასევე დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები
-
„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია by სკოლების ამბები