15 თებერვალი, 2019 17:06
სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერების გამოფენა დაათვალიერეს
სკოლა “ლომისის” მე–9 კლასის მოსწავლეებმა “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერების გამოფენა დაათვალიერეს. შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში, “დავით აღმაშენებლის მემატიანე.
მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს “ქართლის ცხოვრების” ორ ხელნაწერზე, “მარიამისეულ“ და „ანასეულ“ ნუსხებზე. მათ ცოტა ხნით მოირგეს მკვლევრის როლი და შეეცადნენ დაედგინათ რა შინაარსობრივი მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ დოკუმენტს შორის.
ისტორიის მასწავლებელმა ნოდარ თოთაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიკა წილოსანმა დამატებითი ინფორმაციები მიაწოდეს სხვა ქართული ხელნაწერების შესახებაც.