GE
15 ოქტომბერი, 2021 22:51

სკოლა “ლომისი 1” – “ვწერ თავისუფალ თემას” კონკურში მონაწილეობას იღებს

ჩვენი სკოლის მოსწავლეები: თამარ წურწუმია- მე-11 ბ კლასი, ნინო ალბექიონი, ელენე ქარქაშაძე და ხატია რუხაია – მე-11ა კლასი, ვიქტორია სუჯიანი – მე-12 კლასი ჩაერთნენ კონკურსში “ვწერ თავისუფალ თემას”. მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებთ, ხოლო პედაგოგს ლიკა წილოსანს, მადლობას ვუხდით მოსწავლეთა საკონკურსოდ მომზადებისთვის.

კონკურსის ორგანიზატორები:

  1. საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია (ორგანიზაციული საკითხები; საპრიზო ფონდი)
  2. გია მურღულია – იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარე;
  3. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია (შეფასების კრიტერიუმების შედგენა; მონაწილეობა ჟიურის მუშაობაში)
  4. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (ორგანიზაციული საკითხები; საპრიზო ფონდი)

კონკურსის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს პირველი არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

კონკურსის მასპინძელი და მთავარი სპონსორი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

EDU.ARIS.GE - სკოლები