13 ოქტომბერი, 2021 20:15
სკოლა “ლომისი 1-ში” ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის შესახებ
სკოლა “ლომისი 1-ის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-თან თანამშრომლობით.
შეხვედრას უძღვებოდა: არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-ის აღმასრულებელი დირექტორი – თინათინ მესხი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მოხალისეობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
- მოხალისეობის რაობა;
- ვინ არის მოხალისე?
- რა ასაკის შეიძლება იყოს მოხალისე?
- რა უფლებები აქვს მოხალისეს?
- რატომ არის მოხალისეობა საჭირო და მრავალფეროვანი?
- არასამთავრობო როგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” შესაძლებლობები მოხალისეებისათვის და სხვა.
შეხვედრა ჩატარდა სასკოლო სივრცეში, სკოლა “ლომისის” მოსწავლეებისათვის.
სკოლა “ლომისი 1”-ის მოსწავლეთა თვითმმართველობა ზრუნავს ლომისელების განვითარებაზე!