GE
14 დეკემბერი, 2020 11:30

სკოლა „მერმისის“ მე-10 და მე-8 კლასებში ფიზიკის საკითხებზე ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა “მერმისის” მე-10 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ნინო სოლტიში) მასპინძლობა გაუწია ამავე სკოლის მე-8 კლასელებს (კლასის ხელმძღვანელი თამუნა გოგიშვილი).

ელექტრონული დენი, კონდენსატორი, თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობის მნიშვნელობა პანდემიის აღმოჩენა-მკურნალობაში – სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს მოსწავლეებმა და აღნიშნულ საკითხებზე დაბალი კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციებიც წარუდგინეს.

“პრეზენტაციები სახელწოდებით “ფიზიკა ჩვენს ცხოვრებაში” იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე, მადლობა თითოეულ მოსწავლეს ამ დღისთვის, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მერმისი და მერმისელები ყველა გამოწვევას პასუხობს ჩვეული პასუხისმგებლობით”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება