სკოლა “მერმისის” VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი “ყველაზე მომგებიანი ანაბარი”
სკოლა “მერმისის” VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “ყველაზე მომგებიანი ანაბარი”, რომელიც დაკავშირებული იყო სასწავლო თემასთან: “პროცენტები”. მათ აირჩიეს 4 ბანკი – თიბისი, ლიბერთი (სახალხო ბანკი), პროკრედიტ ბანკი და საქართველოს ბანკი. მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილდნენ ჯგუფებად. მათი დავალება იყო – გაერკვიათ, კონკრეტულ ბანკებში რომელ ანაბარზე უნდა დაებანდებინათ 1000 ლარი 5 წლის ვადით, რომ მიეღოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი. მოსწავლეები ეწვივნენ შესაბამის ბანკებს, ასევე, მათ ონლაინ საიტებს და დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია, შემდეგ დაამუშავეს. მთელი მუშაობის პროცესი და შესრულებული დავალება გადაიტანეს სლაიდებზე და წარმოადინეს პრეზენტაციის სახით.
ამ პროექტის მიზანი, გარდა სასწავლო თემის პრაქტიკაში გამოყენებისა, იყო მოსწავლეთათვის თანამშრომლობითი უნარების, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების, ორატორული, არგუმენტული დასაბუთების, კრიტიკული აზროვნების და ტრანსფერის უნარების განვითარება.
დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მათ ბევრი ინფორმაცია მიიღეს შერჩეულ ბანკებში არსებული ანაბრების შესახებ, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია “საბავშვო ანაბარმა” ასევე, აღნიშნეს, რომ თითოეულ ბანკს სარეკლამოდ გამოადგებოდა მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
მათემატიკის პედაგოგი: ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი