GE
22 დეკემბერი, 2020 11:26

სკოლა „მერმისში“ მათემატიკური კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს

არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა “მერმისში” პირველი სემესტრის მიწურულს მათემატიკური კვირეულის დროც დადგა.

  • მესამე და მეოთხე კლასელებმა ამოცანის პერსონაჟები გააცოცხლეს და მოარგეს რეალურ ვითარებას.
  • სასწავლო დღეების განმავლობაში მონაცვლეობით წარმოგვიდგენდნენ თოჯინების თეატრს.
  • ელექტრონული რესურსების დახმარებითა თამაშობდნენ ,,გართობანას”.
  • მეექვსე კლასელები კი მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნით აგროვებდნენ საფინალო ქულებს, პარასკევს კი ჩატარდა გრანდიოზული ფინალი – მათემატიკური შერკინება!

მათემატიკური შერკინება შედგებიდა სხვადასხვა ყოვლისმომცველი ტურებისგან, როგორებიცაა – ზოგადი ტური (პოსტერების გამოცნობა), ამოცანების ტური, ჩემი ჩუმი ჩანაფიქრის ტური (მათემატიკურ წესებსა და კანონებზე დაყრდნობილი), In my box (რა დევს ჩემს ყუთში?! ), ბლიც ტური და შემოქმედებითი ტური.

მათემატიკის პედაგოგი: თამუნა გოგიშვილი

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება