24 მარტი, 2016 13:30
სკოლა ,,პირველის” მოსწავლეები კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმს ესტუმრნენ
სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ,,მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო” ფარგლებში კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმს ესტუმრნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წაროადგენს.
მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი. ჩაუტრადათ ლექცია თემაზე: “მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო”. კომპიუტერული პროგრამის საშვალებით გაეცნენ ქართული თეატრისა და კინოსთვის შექმნილ სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ კოსტუმებსა და დეკორაციულ ესკიზებს,რომლებიც დაცულია ხელოვნების სასახლეში.
-
სკოლა-გიმნაზია პირველის უფროსკლასელებმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს by სკოლა-გიმნაზია პირველი
-
სკოლა-გიმნაზია “პირველი” ახალი 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირვეკლასელთა მიღებას აცხადებს by სკოლა-გიმნაზია პირველი
-
სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” პირველკლასელებმა ანბანის შესწავლის დასრულება აღნიშნეს by სკოლა-გიმნაზია პირველი











