GE
8 აპრილი, 2016 14:35

სკოლა ,,პირველის” პირველკლასელებმა ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” პირველკლასელი მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ,,მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო” ფარგლებში კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმს ესტუმრნენ.

ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წაროადგენს.

მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი. ჩაუტრადათ ლექცია თემაზე: “მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო”. კომპიუტერული პროგრამის საშვალებით გაეცნენ ქართული თეატრისა და კინოსთვის შექმნილ სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ კოსტუმებსა და დეკორაციულ ესკიზებს,რომლებიც დაცულია ხელოვნების სასახლეში.

გარდა ამისა, მოსქავლეებმა უყურეს ქართულ ანიმაციურ ფილმებს, შემდეგ კი ხატვის საშუალებით ფილმების სიუჟეტები ფურცელზე გადაიტანეს.

სკოლა გიმნაზია "პირველი"