GE
16 მაისი, 2022 17:58

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირებში იასპარეზეს

2022 წლის 7-8 მაისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა ტურნირები V, IV სპორტულ თანრიგებზე, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. ღონისძიების მთავარი მსაჯი იყო საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირები, კოვიდვირუსის გამო, დიდი ხნით იყო დაპაუზებული.

პატარებმა კარგი სატურნირო გამოცდილება მიიღეს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ეს შთაბეჭდილებები ნატალია მესხის შეგირდებს დიდხანს გაჰყვებათ და საჭადრაკო ოლიმპისაკენ მიმავალ გზას გაუადვილებს!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში