GE
4 აგვისტო, 2020 10:38

სკოლა ,,პროგრესი“ ახალი თაობის მისაღებად მასშტაბურ გეგმას აანონსებს

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი“, რომლის საქართველოში დაფუძნებამაც თანამედროვე განათლების მიღების ახალი სტანდარტი დააწესა ახლა ახალი თაობის მისაღებად მასშტაბურ გეგმას აანონსებს. შეთავაზება პირველკლასელთა მოწვევისას დაწესებულების სამივე ქსელში ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში სასწავლო კურსზე 10%-იან საშეღავათო ტარიფს გულისხმობს და თითოეულ ფილიალში ჩარიცხული პატარების პირველი ათეული პირობებით სარგებლობას შეძლებს.

საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ასობით პროფესიონალი სწორი ორიენტირის არჩევით საგანმანათლებლო სივრცეში ახალ სიტყვას ამბობს და სკოლის სივრცეში შებიჯებისას ახალ თაობასაც მთავარ პრინციპებს ბოლომდე უზიარებს.

სკოლა, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის წარმატებული მომავლის შექმნაზე ზრუნავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა. აქ მოტივირებული პედაგოგები, საკუთარ საქმეს მაღალი კვალიფიკაციის გარდა, მაღალი ენთუზიაზმითაც ემსახურებიან.

,,პროგრესი“ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტენსიური ურთიერთობის ფონზე არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ასევე ევროპულ სკოლებსა და საგანმანათლებლო ქსელებთან თანამშრომლობს.

,,პროგრესს“ განვითარებაზე ორიენტირება პროგრესულ სივრცედ რომ აქცევს, ეს რეზულტატი მრავალჯერადად სკოლისა თუ მისი მოსწავლეების მიერ მიღწეულმა წარმატებამ განამტკიცა.

Aris.ge - განათლება განათლება