GE
15 დეკემბერი, 2020 10:57

სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა “პროგრესის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი, ბიზნეს ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრია.

ნინო ჩიკვაშვილი – ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

მან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეში 2 ბაკალავრის დიპლომი მიიღო: ერთი – ინგლისური ენის სპეციალობით, ხოლო მეორე – ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხით. თბილისის ტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. ამას მოჰყვა ლონდონის მართვის სკოლა; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტობა (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დოქტორის ხარისხი – განათლების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში.

ნინო ჩიკვაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსულია, საპატიო დელეგატი და ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, (სამხრეთ კორეა, სეული); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის – უმაღლესი განათლების ექსპერტია და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის -ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი.

მისი პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია, მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია და ჯილდო. აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში და დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის პროგრესულ განვითარებაში

Aris.ge - განათლება განათლება