GE
31 აგვისტო, 2018 16:34

სკოლა “სადუნი” საკუთარ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს

სკოლა “სადუნი” საკუთარ 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს.

“სადუნის” კურსდამთავრებულებო, უკვე სტუდენტო მეგობრებო! გულითადად გილოცავთ თქვნი ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს, ცოდნის დაუფლების, პროფესიული განვითარების, ახალი გამოცდილებებისა და ძიებათა უმნიშვნელოვანესი და საინტერესო ეტაპის დასაწყისს!

ღრმად გვწამს, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში და თქვენი ნაყოფიერი შრომა როგორც საზოგადოებრივი, ისე პირადი სარგებლის მომტანი იქნება”, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება