21 დეკემბერი, 2017 15:00
სკოლა „სადუნი“ საქველმოქმედო აქციას ატარებს
სკოლა „სადუნი“ ატარებს საქველმოქმედო აქციას, რომლის პირველი ეტაპი, მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დღეს გაიმართა. 26 დეკემბერს კი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის თანადგომით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ,,სადუნის“ მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით.
შემოწირულობისა და გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდში.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი



