12 ივნისი, 2017 15:53
სკოლა ,,სადუნის” მე-8ა კლასში პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა
სკოლა ,,სადუნის” მე-8ა კლასში ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო შესწავლილი ნაწარმოებების – გ.ლეონიძის ,,მარიტა“; მ.ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“; ვაჟა-ფშაველას ,,ამოდის, ნათდება!“ – ერთმანეთთან დაკავშირება. მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენდა აღნიშნული სასკოლო მასალიდან საერთო სათქმელის, ბრბოს სასტიკი განაჩენისა და ინდივიდის ტრაგედიის შეცნობა, ბრბოს ფსიქოლოგიის (პიროვნება და ბრბო, ხალხი და ბრბო) გააზრება. (მასწავლებელი: მ.კორშია; დამრიგებელ-კოორდინატორი: თ. ფანქველაშვილი)