18 აპრილი, 2018 18:00
სკოლა “სადუნის” მეორე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ელენე ახვლედიანის ცხოვრების შესახებ ჩატარდა
სკოლა “სადუნის” მე-2გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული დღე, სადაც მოსწავლები გაეცნენ ელენე ახვლედიანს ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ელიჩკა ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს, იმდენი ადამიანისთვის იყო ახლობელი,რომ სახელის ეს მოფერებითი ფორმა მთელ თბილისს მოედო.
ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს, თელავში. იგი იყო ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.