სკოლა “სადუნის” მოსწავლეები ტელეკომპანია პირველს ესტუმრნენ
სკოლა “სადუნი” მუდმივად ეხმარება მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის საქმეში, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები განათლების, გადამზადებისა და პროფესიების შესახებ, მომავალში შეძლონ საკუთარი კარიერის მართვა. ესგ-ის მოთხოვნების შესაბამისად, ,,სადუნის” დამრიგებელ-კოორდინატორები მოსწავლეებს აწვდიან ინფორმაციას შრომითი ბაზრის, სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ეს კი მათ ეხმარება საკუთარი მისწრაფებების, ინტერესების, კომპეტენციების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციებისა და უნარების გააზრებაში და მათ შესაბამის სასწავლო პროგრამასა თუ სამუშაო შესაძლებლობასთან დაკავშირებაში.
სწორედ ზემოაღნიშნულის ფარგლებში, ,,სადუნის” X (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ-კოორდინატორი ნ. ფაღავასთან ერთად ესტუმრნენ ტელეკომპანია პირველის (TV Rirveli) სტუდიას და ადგილზე გაეცვნენ უშუალოდ იქ მომუშავე ადამიანებისაგან მათი პროფესიის სპეციფიკას.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი



