25 ივნისი, 2018 17:26
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა ისტორიის კონკურსში “ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში” წარმატება მოიპოვეს
სკოლა “სადუნის” Xა კლასის (დამრიგებელ-კოორდინატორი: ი.გურაშვილი) მოსწავლეებმა, ელენე მეფისწვერიძემ, გვანცა ფხაკაძემ, ანა შჩერბაკოვამ, ნიკოლოზ კევლიშვილმა, ნინი ნინიძემ და მარიამ უგულავამ მონაწილეობა მიიღეს ისტორიის კონკურსში ,,ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში”.
ერთმა გუნდმა წარადგინა ესსე, ხოლო მეორემ – ვიდეო-რგოლი, რომელმაც დაიმსახურა საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის სპეციალური პრიზი. სკოლას კი გადმოეცა სერტიფიკატი კონკურსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი