GE
11 ივნისი, 2019 15:12

სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა ,,ვეფხისტყაოსნის” შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს

პროექტის ,, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს” ფარგლებში X ა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექცია სხვადასხვა თემაზე: ,, ვეფხიატყაოსნის” სახისმეტყველება; ქალთა სახეები ,, ვეფხისტყაოსანში”; ,, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”; ფერთა სიმბოლიზმი ,, ვეფხისტყაოსანში”; ,, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”; ნათელი ,, ვეფხისტყაოსანში”; ,, ვეფხისტყაოსნის” გმირები: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი; ქალის კულტი ,, ვეფხისტყაოსანში”; ,, ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა”. თითოეული ლექცია იყო შთამბეჭდავი, ქართული სულის გამოვლინება და დასტური იმისა, რომ რუსთაველი იგივე საქართველოა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მ. კორშია

სკოლა სადუნი