6 ნოემბერი, 2017 15:02
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებს წაკითხულის უკეთ გააზრების მიზნით განსხვავებული გაკვეთილები ჩაუტარდათ
სკოლა “სადუნის” V ბ კლასში, დამრიგებელ-კოორდინატორი თეა წერეთლის ხელმძღვანელობით, ჩატარდა განსხვავებული გაკვეთილი გ. ჩოხელის ,,წერტილი და მძიმე”. ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება გ. ჩოხელის შემოქმედების გაცნობასა და წაკითხული ტექსტის გააზრებას ისახავდა მიზნად.
რაც შეეხება 4ბ კლასს, დამრიგებელ-კოორდინატორი მაკა იოსებაშვილის ინიციატივით, ჩატარდა კითხვის საათი. მოსწვალეებმა წაიკითხეს და განიხილეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ,,უმადური”.