6 აგვისტო, 2019 16:36
სკოლა “სადუნის” მოწვეული პედაგოგი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ბატონი თამაზი სკოლა “სადუნში” მოწვეული პედაგოგია და უკვე წლებია მოსწავლეებს არჩევით საგანს – XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა – უკითხავს.
დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თამაზ ტყემალაძეს მისი ნაყოფიერი საქმიანობისა და მრავალფეროვანი ნაშრომებისათვის.