14 დეკემბერი, 2017 17:41
სკოლა ,,სადუნის“ ორი მოსწავლე გერმანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ
სკოლა ,,სადუნის“ IX (ბ) კლასის მოსწავლეებმა ანასტასია არველაძემ და თათია ნაზარაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გერმანულ-ქართული ურთიერთობების ხანგრძლივ ტრადიციასთან დაკავშირებით ჩატარებულ ესეების კონკურსში.
დაჯილდოვება გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ფალავანდიშვილმა და კომისიის თავჯდომარემ რობერტ გრიუნტერმა.
სადუნელების კონკურსში მონაწილეობა უზრუნველყო სკოლის გერმანული ენის პედაგოგმა, ნ. ხრიკაძემ.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი



