24 ნოემბერი, 2017 13:15
სკოლა “სადუნში” პროექტი “პური და ღვინო საქართველოს ისტორიაში და კომბლე რა კაცია?!” განხორციელდა
სკოლა ,,სადუნში” პროექტი ,,პური და ღვინო საქართველოს ისტორიაში და კომბლე რა კაცია?!” განხორციელდა.
პროექტის დასკვნით ნაწილში VIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელ-კოორდინატორი: თ. აბულაძე) ისაუბრეს ოთხი კვირის განმავლობაში დამუშავებულ საკითხებზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი იყო სამი ჯგუფი, რომელთაგან ერთი საუბრობდა პურის ისტორიაზე, მეორე – ღვინოზე, ხოლო მესამე ჯგუფმა ლიტერატურის კუთხით შეაჯამა ზემოთ აღნიშნული საკითხები და ისაუბრა ქართული ზღაპრის დანიშნულებასა და სიმბოლიკაზე.
მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს, პოეტ გაგა გომართელს და ფილოლოგს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ანდრო ბედუკაძეს.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი



