GE
2 ივნისი, 2017 16:08

სკოლა ,,სადუნმა”ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

27 მაისს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ღონისძიებებში ,,სადუნმაც” მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინეს პოეტისა და მთარგმნელის, ილიას მედალოსნის (2007 წელი), თამაზ ჩხენკელის შემოქმედება.

საღამო სწორედ თამაზ ჩხენკელს მიეძღვნა და მას ესწრებოდნენ მწერლები, ლიტერატორები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს მუზეუმმა ,,სადუნს” მიანიჭა ილიას საგურამოს მუზეუმის მეგობრის ტიტული. ამ ტიტულის მატარებლები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,, ქართუ”, ილია მართლის ტაძრის ქტიტორები საგურამოში, კომპანია ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა” და კიდევ არაერთი პიროვნება თუ კომპანია, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით უშუალოდ ილიას მუზეუმის საქმიანობაში.

სკოლა სადუნი