სკოლა “სადუნში” ჭადრაკის ჩემპიონატის დასკვნითი ტურები ჩატარდა
12 ივნისს სკოლა ,,სადუნში” ჩატარდა ჭადრაკის ჩემპიონატის დასკვნითი ტურები, სადაც ერთმანეთს V-VI კლასის ჩემპიონები ეჯიბრებოდნენ. ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ: ვაჟები – გიორგი პოპიაშვილი (IVა კლასი), ნიკოლოზ დემეტრაძე (IVბ კლასი), არჩილ მინდიაშვილი (Vაკლასი), გიორგი აბულაძე (Vბ კლასი), გიორგი ნიკოლეიშვილი (VIა კლასი), გიორგი მახვილაძე (VIბ კლასი).
გოგონები: ელენე მაისურაძე (IVა კლ.), ნინი ამაღლობელი (IV ბ კლ.), სალომე გვარჯალაძე (Vა კლ.), ლილი მჭედლიშვილი(Vბ კლ.).
IV -V კლასელ ვაჟთა შორის გამარჯვება გიორგი აბულაძემ მოიპოვა, II ადგილი წილად ხვდა გიორგი პოპიაშვილს, ხოლო III ადგილს დასჯერდა არჩილ მინდიაშვილი.
გოგონათა შორის უძლიერესი ნინი ამაღლობელი აღმოჩნდა, II ადგილი სალომე გვარჯალაძემ დაიკავა, III ადგილზე კი ლილი მჭედლიშვილი გავიდა.
VI კლასელ მოჭადრაკეთა შორის კი პირველობა გიორგი ნიკოლეიშვილმა მოიპოვა.
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სამახსოვრო სიგელები და მედლები გადაეცათ.
ჭადრაკის პედაგოგი: მეგი ესებუა.