11 ივნისი, 2018 14:14
სკოლა “სადუნში” ჩატარდა ღონისძიება თემაზე “Deutschlernen unter dem D-A-CH”
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,სადუნში’’ ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,Deutschlernen unter dem D-A-CH’’, სადაც წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი მწერლების ნაწარმოებებიდან.
საღამოს ესწრებოდნენ გერმანიის,ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები, გერმანული ენის ასოციაცათა პრეზიდენტი, როგორც უნივერსიტეტის, ასევე, გერმანული სკოლის პედაგოგები.
ღონისძიების დასასრულს საელჩოების წარმომადგენლებმა თავიანთი სიტყვა წამოთქვეს, მადლიერება გამოთქვეს გერმანული ენისადმი მაღალი ინტერესისა და ამ ინტერესის გაღვივების საქმეში ,,სადუნის” გერმანული ენის პედაგოგის, ნაირა ხრიკაძის მიერ შეტანილი წვლილისათვის.