31 მაისი, 2019 14:50
სკოლა “სადუნში” მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა
28 მაისს ,,სადუნში” ჩატარდა IIIა კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო.
მათ შეასრულეს საბავშვო სიმღერები, უმასპინძლეს კომპოზიტორებს – დინარა ჯანდიერს და მაია ელოშვილს, პოეტს – ლუარა ჭანტურიას, მევიოლინეს – როდამ ჯანდიერს. ასევე, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებს. ფორტეპიანოზე შეასრულა ,,პატარა მხედარი” ლიკა სიხარულიძემ; ელენე ხეოშვილმა და მარიამ მიმინოშვილმა – 2 სავიოლინო პიესა; კონცერტმეისტერი იყო ირინა პლატონოვა, პიანისტი – მამუკა სიხარულიძე, კონსერვატორიის პროფესორი. საღამოს ასევე ესწრებოდნენ: მუსიკათმცოდნე თამარ ბურჯანაძე, მევიოლინე – ვალია შულუტა.
მუსიკის მასწავლებელი: დ. ჩიხლაძე.
დამრიგებელ-კოორდინატორი: ნ. ხვინგია.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი