სკოლა “სადუნში” მშობელთა და მოსწავლეთა ინტელექტუალური თამაში “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” ჩატარდა
სკოლა “სადუნში” მშობელთა და მოსწავლეთა ინტელექტუალური თამაში ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ ჩატარდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდა შვიდი გუნდი. თამაშს თან ახლდა მუსიკალური ნომრები, რომელთაც მოსწავლეები მშობლებთან ერთად ასრულებდნენ. თამაშის ბოლოს გამოვლინდა მშობლებისა და მოსწავლეების ორი გამარჯვებული გუნდი, ხოლო მათ შორის – საუკეთესო მოთამაშე მშობელი და მოსწავლე.
პროექტის ავტორი: დამრიგებელ-კოორდინატორი: რუსუდან ქორიძე.
,,სადუნში“ მუდმივად იგეგმება მშობელთა ჩართულობის მრავალფეროვანი აქტივობები, მოხალისე მშობლები სკოლას ეხმარებიან სასწავლო პროცესსა და სასკოლო ღონისძიებებში.
აღნიშნული პროექტი ,,სადუნის“ დირექციის გადაწყვეტილებით 2017-2018 სასწავლო წლის საუკეთესო პროექტად იქნა აღიარებული.
“ვულოცავთ და მადლობას ვუხდით რუსუდან ქორიძეს საინტერესო პროექტისათვის, ასევე, პროექტში მონაწილე თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი








