29 მაისი, 2019 14:10
სკოლა “სადუნში” მურმან ჯინორიასთან შეხვედრა გაიმართა
,,სადუნს” ესტუმრა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი, ბატონი მურმან ჯინორია.
სადუნელების მხატვრული კითხვისადმი განსაკუთრებული ინტერესისა და პოეზიისადმი სიყვარულიდან გამომდინარე ბატონი მურმანი ბევრს ესაუბრა მოსწავლეებს თავისი პროფესიის თავისებურებებისა და პოეზიის შესახებ.
მოსწავლეებმა თავადაც წაიკითხეს ლექსები და, რასაკვირველია, მოისმინეს ქართველი მსახიობის განუმეორებელი მანერით წაკითხული პოეტური შედევრები.
-
სოციალური პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში სკოლა “სადუნის” მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლემ კლასელებს საკუთარი საგვარეულო კოშკისა და სახლის მაკეტი წარმოუდგინა by სკოლა სადუნი
-
სკოლა “სადუნის” მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს პროექტზე “წყალია ცხოვრება” by სკოლა სადუნი



