14 ნოემბერი, 2018 13:18
სკოლა “სადუნში” პროექტი “დიდები და პატარები” განხორციელდა
სკოლა ,,სადუნში” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და დამრიგებელ-კოორდინატორების მონაწილეობით განხორციელდა პროექტი ,,დიდები და პატარები” წიგნის მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, სადაც VII ბ კლასის (დამრიგებელ-კოორდინატორი: თ. აბულაძე) მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს გააცნეს ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფია და წარუდგინეს მკითხველთა თეატრი.
წარმოდგენა დასრულდა მუსიკალური ნომრებითა და დისკუსიით. პროექტის ,,დედები და პატარები” იდეის ავტორი და ხელმძღვანელი: დამრიგებელ-კოორდინატორი, რ. ქორიძე.