GE
30 მაისი, 2018 16:19

სკოლა “თამარიონის” მოსწავლე გერმანიის ერთ-ერთი წარმატებულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის

სკოლა “თამარიონის” X კლასის მოსწავლე ლუკა ქორიძემ წარმატებით ჩააბარა გერმანული ენის გამოცდა გოეთეს ინსტიტუტში და მიიღო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის საშუალებითაც უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს უდიდეს პროექტში, როგორიც არის „ხიდი განათლებისკენ“.

ლუკამ შეძლო ბრწყინვალეთ ჩაებარებინა ზეპირი გამოცდა გერმანელ პროფესორებთან რის შემდეგადაც ის უკვე არის მომავალი სტუდენტი გერმანიის ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი უნივერსიტეტისა Boxumis, რურის ოლქში, რომელმაც ის სრული დაფინანსებით მიიღო და სადაც სწავლის წლიური გადსახადი – 20 000 ევროს აღწევს.

“ეს არის უდიდესი წარმატება და მიღწევა როგორც ლუკასი, ასევე სკოლა „თამარიონის“ და გერმანული ენის პედაგოგის შორენა ჯავახიშვილის”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლა „თამარიონი“ ულოცვას ლუკა ქორიძეს ამ წარმატებას და მომავლშიც უამრავს უსურვებს.

 

Aris.ge - განათლება განათლება