GE
4 დეკემბერი, 2023 10:11

სკოლაში „ჰელიოსის“ მოსწავლეები ზოოლოგიის მუზეუმის ექსპონატებს გაეცნენ

სკოლაში „ჰელიოსის“ VIIა კლასი ესტუმრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს, რომელიც 1946 წელს დაარსდა.

მ️ოსწავლეებმა მოინახულეს 5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარი. რომელთა შორისაა: უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები.

️მუზეუმში წარმოდგენილი ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში