GE
14 დეკემბერი, 2021 21:20

სტუმრად რადიო “საქართველოს ხმაში” – თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)


”თანამედროვე განათლების აკადემიის” მოსწავლეები ანი პაპაშვილი, მარიამ ნათენაძე და აკადემიის ისტორიის მასწავლებელი ნინო მიმინოშვილი სტუმრად იყვნენ რადიო “საქართველოს ხმაში”, სადაც ისაუბრეს აკადემიაში ჩატარებული კვირეულის შესახებ, რომლის მიზანი იყო ქართულ – აფხაზური კონფლიქტის თემატიკაზე მოსწავლეებში სენსიტიურობის ამაღლება.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა რომელშიც აქტიურად იყო ჩართული აკადემიის ყველა კლასი.

გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ნინო მიმინოშვილს აღნიშნული კვირეულის ორგანიზებისთვის.

EDU.ARIS.GE - სკოლები